თამთა დარჩიას პერსონალური გამოფენა

სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 4 ივნისს ,16:00 საათზე გაიმართება ბათუმელი მხატვრის თამთა დარჩიას პერსონალური გამოფენა. თ. დარჩია 1994-2001 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელოვნების მუზეუმში ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა, რომელიც 14 ივნისამდე გაგრძელდება.